გიორგი თავართქილაძე - თეა წულუკიანმა ვერ ისწავლა, რომ ხელოვნება არის ცოცხალი და დამოუკიდებელი, ეს უნდა ესწავლა - მოგვისმინეთ, გაგვიღეთ კარი, მაგრამ კინოცენტრის დირექტორს ციხის გამოცდილება აქვს, მიჩვეულია კაკუნს

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვერ ისწავლა, რომ ხელოვნება არის ცოცხალი და დამოუკიდებელი, - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მან ისაუბრა კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ სჭირდება „თავისუფალი აზროვნება“.

„პრობლემა მოდის იქიდან, რომ ჩვენმა კულტურის მინისტრმა ვერ ისწავლა, რომ ხელოვნება არის ცოცხალი და დამოუკიდებელი. ეს უნდა ესწავლა. ჩვენ გვაშინებს მთავრობის დამოკიდებულება. ამ ხელისუფლებას არ სჭირდება თავისუფალი აზროვნება. ზუსტად ამას ნიშნავს: „ჩვენ ყველას პრობლემას შევისწავლით და გამოვასწორებთ ყველას ორიენტაციას“. რას ნიშნავს ორიენტაციის გამოსწორება? ეს არის არანორმალური და საშიში რამ. ჩვენ საშიშ რგოლში შევედით და ეს პირდაპირ აისახა ხელოვნებაზე, ჩვენ შემთხვევაში კინოზე”, - განაცხადა რეჟისორმა.

კინოცენტრში განვითარებული პროცესების შეფასებისას რეჟისორმა განაცხადა, რომ დირექტორმა უნდა იცოდეს მსოფლიო კინოში არსებული დინებების შესახებ.

„კინოცენტრის დირექტორი ყოველთვის კინოსთან იყო დაახლოებული, მან უნდა იცოდეს დინებები, რა ხდება მსოფლიო კინოში“, - განაცხადა რეჟისორმა.

რეჟისორი მოუწოდებს კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, „გაუღოს კარი“ და მოუსმინოს.

„მოგვისმინეთ, გაგვიღეთ კარი, მოგვისმინეთ, მაგრამ კარი რომ გაგვიღოს, რა ვიცი, ციხის გამოცდილება აქვს კაცს და მიჩვეულია ამ კაკუნს... იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს“, - აცხადებს თავართქილაძე.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს გახდა ცნობილი, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო