ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება სერიოზულია, თუმცა სადგურს შეუძლია "გარკვეული დროის" განმავლობაში უსაფრთხოდ იმუშაოს.
„ამ ელექტროსადგური უსაფრთხოებისთვის არსებითია, რომ წყალი, რომელსაც ჩემს უკან ხედავთ, ამ დონეზე დარჩეს. აქ არსებული წყლით ის შეიძლება გარკვეული დროით იყოს დაცული. იგეგმება ელექტროსადგურზე წყლის შევსება, რათა უსაფრთხოების ფუნქციები ნორმალურად გაგრძელდეს“, - აღნიშნა გროსიმ.
რაფაელ გროსიმ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობა გასულ კვირას კახოვკას კაშხლის განადგურების გამო შეამოწმა. მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ადგილზე დარჩებიან.