სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, კირილ რამაფოსა უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.
მედიის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს რკინიგზის სადგურზე უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, მაქსიმ სუბხი და უკრაინაში სამხრეთ აფრიკის ელჩი დახვდნენ.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ოფისმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რამაფოსა უკრაინას აფრიკის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ეწვეოდა.
„პრეზიდენტი რამაფოზა ბოლო კვირების განმავლობაში ესაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, პრეზიდენტ ზელენსკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს, BRICS-ის ქვეყნების ლიდერებს და გაერო-ს გენერალურ მდივანს, რათა ხელი შეუწყოს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი პროცესის ძალისხმევას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დღეს, მოგვიანებით აფრიკის დელეგაცია კიევიდან რუსეთში გაემგზავრება, სადაც ხვალ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.