გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ს მოკავშირეები შესაძლოა შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ალიანსში გაწევრიანებისთვის გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნან

ნატო-ს მოკავშირეები შესაძლოა მზად იყვნენ, უკრაინას სამხედრო ალიანსისკენ მიმავალ გზაზე გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნან, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„მზარდი ნიშნებია იმისა, რომ ყველა შეძლებს ამაზე შეთანხმდეს“, - განაცხადა მან ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ აშშ ღიაა, ნება დართოს კიევს უარი თქვას ნატო-ს წევრობის კანდიდატის მოსაპოვებლად საჭირო ოფიციალურ პროცესზე, რომლებიც წარსულში სხვა ქვეყნებისთვის სავალდებულო იყო.

„მე ვიქნები ღია ამისთვის“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) განხორციელება ალიანსში გასაწევრიანებლად და ის ომის შემდეგ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზის შემსუბუქების გეგმას ემხრობა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა