უკრაინის ტერიტორიაზე, კიევის ჩათვლით, საჰაერო განგაშია გამოცხადებული - რუსები ქვეყნის ტერიტორიას თავს „კალიბრის“ რაკეტებით ესხმიან

უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევის ოლქსა და დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„საჰაერო შეტევა გრძელდება! საჰაერო თავდაცვა მუშაობს ოლქში, კიევის მისადგომებთან. დარჩით თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!" - აცხადებენ დედაქალაქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ საჰაერო განგაშს.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა ჩრდილოეთის მიმართულებით „კალიბრის“ ტიპის რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

„არ უგულებელყოთ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი!“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა