ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები ჩატარდა

ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკაში სამხრეთის სამხედრო ოლქის სადაზვერვო ქვედანაყოფების სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგის სამთო-სატყეო რაიონში ჩასაფრებული სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფები გაანადგურეს. განცხადებას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

წვრთნის მსვლელობისას სამხედროებმა "გროტ-მ"-ის თანამედროვე ციფრული კავშირგაბმულობის და ნავიგაციის სისტემების და ასევე "სტრლეც"-ის დაზვერვის და კავშირგაბმულობის კომპლექსების გამოყენებით მწყობრიდან გამოიყვანეს პირობითი მოწინააღმდეგის კომუნიკაციები, განახორციელეს სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფების შესაძლო მარშრუტებისა და დისლოკაციის რაიონების დაზვერვა. ჩართული იყო ჯავშანტექნიკაც.წვრთნები ცაბალის პოლიგონზე ჩატარდა და მასში 100-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. ასევე გამოიყენეს სამხედრო ტექნიკის 30 ერთეული, მათ შორის სადაზვერვო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორი БТР-82АМ, ჯავშანმანქანები "ტიგრი" და კამაზ "მუსტანგი", საიმიტაციო ჭურვები ИМ-120, სასიგნალო რაკეტები და ფუჭი საბრძოლო მასალა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა