პოლონეთში, კოსმეტიკასა და ველოსიპედის ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონელმა სამართალდამცავებმა საქართველო 46 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც მოპარული კოსმეტიკით ვაჭრობდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცმა აპრილსა და მაისში სხვადასხვა ბრენდის კოსმეტიკა მოიპარა, ზარალის მთლიანმა ღირებულებამ თითქმის 9 300 პოლონური ზლოტი შეადგინა.

გამომძიებლების განმარტებით, დაკავებული მოპარულ ნივთებს ბაზრობებზე ჰყიდდა. ამასთან, ეჭვმიტანილმა კოსმეტიკური საშუალებების გარდა ველოსიპედიც მოიპარა, რომლის ღირებულება 1 200 პოლონურ ზლოტს შეადგენდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა