ლატვიაში კოალიციური კრიზისი გრძელდება

ლატვიის პრემიერის, კრიშიანის კარინშის პარტია „ახალ ერთობას“ სურს ან გააფართოოს კოალიციის შემადგენლობა ან შეცვალოს პარტნიორები.

15 ივნისს ლატვიის სეიმმა ვერ შეძლო კარინშის მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოტანა.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება კოალიციური კრიზისიდან გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო და ზუსტად ამიტომ მას მხარი არ დაუჭირეს კოალიციაში შემავალმა პარტიებმა.

დღეს ლატვიის პრემიერი აპირებს ხუთივე პარტიასთან შეხვედრას და მოლაპარაკებების გამართვას კოალიციის გაფართოების საკითხზე, მაგრამ ამ კოალიციაში „ახალ ერთობას“ უკვე ახალი პარტნიორები ეყოლება.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება