ანონსი  17 ივნისი

17 ივნისს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თემურ ცამციშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხონის რაიონულ თავმჯდომარესთან, რაულ ვაშაკიძესთან ერთად, ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ხონის მერიაში, სავარაუდო ნეპოტიზმი და თანამდებობის ბოროტად გამოყენება“.

მის: ხონის მერია

საკონტაქტო: თემურ ცამციშვილი - 595 11 45 04

17 ივნისს, 14:00 საათზე, რაულ გუტიერეს ვილანუევა „გეპეის ჯაზისთვის“ გამართავს მასტერკლასს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დარბაზში (მე-3 სართული) ჩატარდება.

17 ივნისს, 14:30 საათზე, ხეჩინაშვილის კლინიკაში (ყოფილი 9), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, თსუ-ში ნაცემ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზიის წევრს, ლუკა შველიძეს მოინახულებს და განცხადებას გააკეთებს.

მის: ჭავჭავაძის #33, ხეჩინაშვილის კლინიკა

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

17 ივნისს, 16:00 საათზე, „არგენტინის სახლი საქართველოში“ ორგანიზებით, არგენტინის კორპორატიული ბანკის ლიდერის, ფირმა „BCC“ -ის მფლობელისა და ბრაზილიის ტელევიზიის Mundo Passportes წარმომადგენლების საქმიან ვიზიტთან დაკავშირებით, რაც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში, პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ილიკო ქურხულის ქ.N14 სასტუმრო Reikartz Avlabari

საკონტაქტო: ნიკოლოზ პატარქალიშვილი - 555 90 32 48

17 ივნისს, 18:00 საათზე, აფროკუბური მუსიკისა და ჯაზის ცნობილი შემსრულებელი, პროდიუსერი, ლეგენდარული პროექტის - Buena Vista Social Club-ის წევრი რაულ გუტიერეს ვილანუევა, კუბელი მომღერალი ადა მარონ პერესი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის განთქმული ორკესტრი - „გეპეის ჯაზი“, მაესტრო ირაკლი კალმახელიძის ხელმძღვანელობით და საუნივერსიტეტო ორკესტრის ძველი და ახალი თაობის მუსიკოსთა მონაწილეობით, ერთობლივ კონცერტს გამართავენ.

მის: ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სივრცე

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება