რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ, - წერს სააგენტო „აფსნიპრესი“.

დოკუმენტს ხელი მოეწერა სანკტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. ხელშეკრულების სათაურში წერია, რომ საინვესტიციო პროექტს აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ოპერირების მიზნით „რუსული იურიდიული პირი“ განახორციელებს.

აფხაზური მხრიდან დოკუმენტს ხელს აწერს ე.წ. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის „მინისტრი“ კრისტინა ოზგანი, რუსული მხრიდან კი ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი.

ოზგანის თქმით, ხელმოწერილი ხელშეკრულება განსაზღვრავს მხარეთა პირობებს და ვალდებულებებს პროექტის განხორციელებისას და, კერძოდ, აფხაზეთის მიერ სპეციალური საინვესტიციო რეჟიმის უზრუნველყოფას, რომელიც ითვალისწინებს შეღავათებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. მოვლენა, რომელსაც თითქმის 30 წელი ველოდით. ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაზე“, - აღნიშნა დე ფაქტო მინისტრმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება