ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე - აბა, რატომ უნდა შევაშინოთ მთელი მსოფლიო - ექსტრემალური საშუალებების გამოყენება შესაძლებელია, თუ საფრთხე ემუქრება რუსეთის სახელმწიფოებრიობას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ არ არის საჭირო მთელი მსოფლიოს შეშინება. მისი თქმით, ექსტრემალური საშუალებების გამოყენებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ უნდა იყოს, როცა ქვეყნის არსებობას საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

მანამდე, პუტინმა ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე საუბრისას თქვა, რომ ეს არის შეკავების ელემენტი - სიგნალი მათთვის, ვინც ფიქრობს რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე.

ამერიკელი პოლიტოლოგის დიმიტრი საიმსის კითხვაზე, სწორია თუ არა ინტერპრეტაცია, რომ შეკავება ეფექტური რომ იყოს, მოწინააღმდეგემ მაინც უნდა დაუშვას შესაძლებლობა, რომ თუ შეკავება არ იმუშავებს, თქვენ გააკეთებთ იმას, რასაც მოითხოვს გარემოებები, პუტინმა უპასუხა:

„აბა, რატომ უნდა შევაშინოთ მთელი მსოფლიო. მე უკვე ვთქვი, რომ ექსტრემალური საშუალებების გამოყენება შესაძლებელია, თუ საფრთხე ემუქრება რუსეთის სახელმწიფოებრიობას და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ რუსეთის სახელმწიფოს ხელთ არსებულ ყველა ძალას და საშუალებას. ამაში ეჭვი არ მეპარება“.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება