უგანდაში სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა

უგანდაში სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა

უგანდის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ მპონდვეში სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის ცნობით, თავდასხმა„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა მეამბოხეებმა მოაწყვეს.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებული 8 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია არასრულწლოვნების გატაცების შესახებ.