შოთა შალელაშვილი - მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება, დაქუცმაცებული ოპოზიციისათვის ეს ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასია - გაუგონარი და ანომალიური ამბები ხდება ჩვენ ქვეყანაში

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება - გაუგონარი და ანომალიური ამბები ხდება ჩვენ ქვეყანაში, - ამის შესახებ პარტია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შოთა შალელაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, სააკაშვილს „ქართული ოცნება“ შესაძლოა, გაურიგდა.

„ამ ქმედებას, გარიგების გარდა, დანაშაულებრივი შეფასება უნდა მისცეს საზოგადოებამ და აქვე გაგაცნობთ ჩემს ხედვას, ამ განცხადებასთან მიმართებით: პირველი, „ქართული ოცნება“ გაურიგდა სააკაშვილს, თუ ის გააკეთებდა იმ განცხადებას, რაც ჩვენ მოვისმინეთ, მას „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნის, ან შეიწყალებენ.

მეორე, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში კი, სააკაშვილს, რა თქმა უნდა, განთავისუფლება ელის, როგორც ლიდერს.

მესამე, ასეთი გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარე წაუგებელ თამაშს თამაშობს. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, 2024 წლის არჩევნებში გარანტირებულად მოიპოვებს გამარჯვებას. იმ დროისთვის კი, სააკაშვილის პატიმრობიდან სამი წელი იქნება გასული. კიდეც დასაჯა და კიდეც შეიწყალა - ყოველნაირად პოზიტივია. მიხეილ სააკაშვილი კი, მიაღწევს იმ თავისუფლებას, რაც ასე სწადია და საქართველოს საზღვრების მიღმა დაიწყებს „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლას.

მეოთხე, მაშინ, როდესაც, ისედაც დაქუცმაცებული ოპოზიციისათვის არავითარი სიკეთის მომასწავებელი ნიშნები არ შეინიშნებოდა, ეს განცხადება ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასია. აქედან დასკვნა კი, შემდეგია: ეს ორი ძალა უნდა დავტოვოთ პირისპირ და მესამე ცენტრი უნდა წარმოიქმნას ქვეყნის დიადი მიზნისთვის - ქვეყნის გადარჩენისა და ევროპული მომავლისათვის”, - აცხადებს შალელაშვილი, რომლის კომენტარსაც პარტია „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს