ბრიტანეთში გაერთიანებული სამეფოს მონარქის, მეფე ჩარლზ მესამის დაბადების დღეს აღნიშნავენ

ბრიტანეთში გაერთიანებული სამეფოს მონარქის, მეფე ჩარლზ მესამის დაბადების დღეს აღნიშნავენ.

ბუკინგემის სასახლეში გამართულ საზეიმო ღონისძიებაში 1 400 ჯარისკაცი, 400 მუსიკოსი, ასევე 200 ცხენი მონაწილეობს.

მონარქის დაბადების დღის ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის, ტახტის მემკვიდრე პრინცი უილიამი და მეფე ჩარლზის ძმა პრინცი ედვარდი, ედინბურგის ჰერცოგი.

როგორც ბრიტანეთის ჯარების მთავარსარდალი, ჩარლზი მსვლელობას გაუძღვება.

ბრიტანეთში მონარქის დაბადების დღე უშუალოდ მეფის ან დედოფლის დაბადების თარიღს არ ემთხვევა. მისი აღნიშვნის ტრადიციას 260-წლიანი ისტორია აქვს და ის ყოველწლიურად ივნისში იმართება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს