ჩეხეთის ელჩი - ვთვლით, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან შესაბამისობაში უნდა იყოს - ვნახავთ, შედეგი რა იქნება

ვთვლით, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები შესაბამისობაში უნდა იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მიკისკამ იმაზე ისაუბრა თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას.

„ამას ვნახავთ. ეს ჯერ ევროკომისიის ანგარიშში აისახება და ასევე რა განხილვები იქნება წევრ სახელმწიფოებში. მაგრამ, ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ეს დამატებით განხილვებსა და მეტ ფიქრს გამოიწვევს წევრ სახელმწიფოებში, ვინაიდან ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები შესაბამისობაში უნდა იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან და ახლა ვნახავთ, რა იქნება შედეგი“, - განაცხადა მიკისკამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს