უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი Ка-52 და 12 დრონი გაანადგურეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ორი დამრტყმელი ვერტმფრენი Ка-52, ოთხი დამრტყმელი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი "Shahed-136/131" და ერთი "ლანცეტი" გაანადგურეს , - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურობის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალ სხვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ჩამოგდებულია შვიდი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი "ორლან-10", "ორლან-30", Zala და Supercam .

გარდა ამისა, საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ათობით გაფრენა განახორციელა რუსეთის სამხედრო პოზიციებზე, ტექნიკაზე, ზურგებზე და ცოცხალ ძალაზე. სულ 20-ზე მეტი საავიაციო დარტყმა. მათ შორის, 14 დარტყმა პირადი შემადგენლობის დისლოცირების ადგილებზე. განადგურებულია 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ რუსეთის არმიის 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალის კონცენტრირების 2 რაიონი, საბრძოლო მასალათა 5 საწყობი და 3 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს", - აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

რუსეთის ჯარმა კი უკრაინელების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე 43 საავიაციო, 4 სარაკეტო და 51 ზალპური რეაქტიული სისტემებით დარტყმა განახორციელა.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში