დიმიტრი პესკოვი - უკრაინის დემილიტარიზაციის ამოცანა დიდწილად შესრულებულია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეცოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანი - უკრაინის დემილიტარიზაცია ძირითადად მიღწეულია, რადგან კიევი სულ უფრო ნაკლებ იარაღს იყენებს.

„ნამდვილად, უკრაინა მძიმედ იყო მილიტარიზებული იმ დროს, როდესაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. და, როგორც ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, ერთ-ერთი ამოცანა იყო უკრაინის დემილიტარიზაცია. ფაქტობრივად, ეს ამოცანა დიდწილად შესრულებულია. უკრაინა სულ უფრო ნაკლებ იარაღს იყენებს. სულ უფრო მეტად იყენებს იარაღის სისტემებს, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები აწვდიან მას“, - განაცხადა პესკოვმა RT Arabic-თან ინტერვიუში.

მისი მტკიცებით, ნატო-ს ქვეყნები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, სულ უფრო მეტად ერთვებიან კონფლიქტში.

„დასავლეთის ქვეყნები, კერძოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იმავე ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, სულ უფრო და უფრო პირდაპირ და ირიბად ერთვებიან ამ კონფლიქტში. ისინი ერევიან ამ კონფლიქტში და ხდებიან კონფლიქტის მხარე. რა თქმა უნდა, ეს იწვევს იმას, რომ კონფლიქტი დროთა განმავლობაში ჭიანურდება, რომ ევროპაში ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი ხდება და, რა თქმა უნდა, ეს ავალდებულებს რუსეთს მიიღოს უფრო გადამწყვეტი ზომები დონბასში ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა პესკოვმა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით