ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში აფეთქებების სერია იყო. წინასწარი ინფორმაციით, რუსების საბრძოლო მასალების საწყობი განადგურდა.
„გენიჩენსკის რაიონი. ადგილობრივების ცნობით, დიდი საწყობი აფეთქდა“, - განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ.
მან რუსეთის კუთვნილ საწყობში მომხდარი აფეთქების ფოტოები გამოაქვეყნა. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში კვამლის სვეტი ჩანს.
ზოგიერთი „ტელეგრამ“ არხის ცნობით, საწყობი, რომელიც პარტიზანისა და რიკოვოს დასახლებებთან ახლოს მდებარეობს, ძალიან დიდი იყო და აფეთქებების ხმა უკვე რამდენიმე საათია ისმის.