საფრანგეთში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება იყო - არიან დაშავებულები, მათ შორის 12 პოლიციელია

საფრანგეთში, სავოიას დეპარტამენტში, ლიონ-ტურინის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებისა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა.

შეტაკებების დროს სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანენის განცხადებით, დაშავებულია 12 პოლიციელი და 1 დემონსტრანტი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აქციაში ოთხი ათასამდე დემონსტრანტი იღებდა მონაწილეობას.

აქციის მონაწილეთა მტკიცებით, რკინიგზის მშენებლობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ეკოლოგიაზე.

ლიონ-ტურინის დამაკავშირებელი მაღალჩქაროსნული რკინიგზა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ლიანდაგის 70% საფრანგეთის ტერიტორიაზე გაივლის, ხოლო 30% – იტალიის. მარშრუტის საერთო სიგრძე 270 კმ შეადგენს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს