რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი, შესაძლოა, საზღვარგარეთ იმყოფებოდეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ეს განცხადება სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც უთხრეს, რომ დამსწრეები ფიქრობდნენ, მას ჰქონდა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ადგილსამყოფლის შესახებ.
“მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ამისათვის საჭიროა უცხო ენაზე გადასვლა. ვფიქრობ, რომ ის საზღვარგარეთ არის, მაგრამ შეიძლება ვცდებოდე", - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, მაისში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია სამი უკრაინელი გენერლის - ვალერი ზალუჟნის, ალექსანდრ სირსკის და ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაურის, იგორ ტანციურას დაღუპვის შესახებ. ივნისში კი, რუსი პროპაგანდისტები იუწყებოდნენ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.