გერმანიაში უკრაინის ელჩი - რუსულმა რაკეტებმა, შესაძლოა, ლისაბონამდეც მიაღწიონ

უკრაინელ სამხედროებს რუსი ოკუპანტების დასამარცხებლად მეტი აღჭურვილობა სჭირდებათ, რადგან დასავლეთის მიერ აღმოჩენილი მხარდაჭერა საკმარისი არ არის, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ოლექსი მაკეევმა Berliner Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

"დასავლეთის მხარდაჭერა აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის. მაგრამ საკმარისი არ არის: წარმოიდგინეთ, ჩვენ გვაქვს ორი IRIS-T სისტემა, წყვილი Patriot-ი. მათ შეუძლიათ დაიცვან ისეთი ქალაქი, როგორიცაა კიევი და, მადლობა ღმერთს, კიევი კარგად არის დაცული. მაგრამ მთელი უკრაინისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ, სხვა ქალაქებში ხალხი თავს დაცულად არ გრძნობს. ჩვენს ბიჭებსა და გოგოებს ფრონტის ხაზზე დასჭირდებათ მეტი საზენიტო სისტემა, მეტი ჯავშანტექნიკა და ტანკი. ეს არის თემა, რომელსაც ამჟამად განვიხილავ ჩემს დიპლომატ კოლეგებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან“, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის მცხოვრებლებმა გააცნობიერონ, რომ ბერლინის ინტერესებშია, უკრაინამ წარმატებით დაიცვას თავი და ეს ომი მოიგოს.

"მაშინ გერმანიაშიც თავს დაცულად იგრძნობთ. ცოტამ თუ იცის, რომ რაკეტებმა, რომლებიც ჩვენ გვირტყამს, შეიძლება ლისაბონამდეც მიაღწიონ. ამ დროისთვის, სწორედ უკრაინელები ახორციელებენ ნატო-ს ალიანსის საქმეს, მე-5 მუხლს. უკრაინა ერთადერთი ერია, რომელიც რუსეთთან ომშია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძვით ყოველი გერმანელისთვის, ფრანგისთვის, პოლონელისთვის. ჩვენ უკვე ვართ ნატო-ს აქტივი“, - განმარტა დიპლომატმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება