ანონსი  19 ივნისი

19 ივნისს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნება“ გორში პარტიულ კონფერენციას გამართავს.

მის: ჭავჭავაძის 24 (გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი)

19 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წარმომადგენლის, ანა დუმბაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ქართული ტაძრებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობა აფხაზეთში, ომიდან 30 წლის შემდეგ.

მოძრაობის აქტივისტების მიერ ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ფოტო და ვიდეომასალები. ძეგლების ისტორიული იერსახის დამახინჯების ფაქტები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

19 ივნისს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

19 ივნისს, 12:00 საათზე, ბათუმის მერიასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი ბრიფინგს გამართავს.

თემა: ბათუმის მერიაში პასუხგაუცემელი გაუცმელი წერილები

მის: ლ. ასათიანის N25, (ბათუმის მერია)

საკონტაქტო: რეზო ხარაზი 577414401

19 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

19 ივნისს, 13:00 საათზე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანის, დიმა ჩიქოვანისა და პარტიის წევრების სასამართლო პროცესი გაიმართება.

თემა: ყვარელში პროტესტის დროს დაკავების ეპიზოდი

მის: გურჯაანის რაიონული სასამართლო

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

19 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

19 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

19 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

19 ივნისს, 17:00 საათზე, „იპოდრომის სამეზობლო თემი“ თბილისის მერიასთან შეიკრიბება და მერთან შეხვედრას მოითხოვს, რათა კანონით გათვალისწინებული უფლება გამოიყენონ და მონაწილეობა მიიღონ მათ საცხოვრებელ უბანში არსებული საჯარო სარეკრეაციო სივრცის რებილიტაციის პროცესში.

საკონტაქტო პირი: ელენე ცერცვაძე ტელ: 555 36 36 40

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს