ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, უკრაინაში ომიდან სახლში 32 000 ყოფილი მსჯავრდებული დაბრუნდა

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, 32 000 ბოევიკი, რომლებიც წარსულში მსჯავრდებული პირები არიან და უკრაინაში იბრძოდნენ, სახლში დაბრუნდა.

”2023 წლის 18 ივნისის მდგომარეობით, 32 000 ადამიანი, ადრე მსჯავრდებული პირებიდან, რომლებმაც „ვაგნერის“ რიგებში მონაწილეობა მიიღეს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე, კონტრაქტის დასრულების შემდეგ სახლში წავიდა“, - აღნიშნა პრიგოჟინმა.

მისი თქმით, თქმით, ამ ყოფილმა მსჯავრდებულებმა, რომლებმაც კონტრაქტი დაასრულეს, 83 დანაშაული ჩაიდინეს, რაც, დაახლოებით 80-ჯერ ნაკლებია თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან იმავე ვადით, „ვაგნერთან“ ხელშეკრულების გაფორმების გარეშე გათავისუფლებულ პირებთან შედარებით.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება