გაერო - რუსეთი გაერო-ს კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევს

გაერო-ში აცხადებენ, რომ რუსეთი ორგანიზაციის წარმომადგენლებს კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალებას არ აძლევს.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თანამშრომლობს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებთან ჰუმანიტარული დახმარების ეფექტიანი მიწოდების თაობაზე ყველა ადამიანისთვის, ვინც კახოვკას კაშხლის დამანგრეველი განადგურებით დაზარალდა. რუსეთის ფედერაციის მთავრობა ამ დრომდე უარყოფს ჩვენს მოთხოვნას დროებით მისი სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე წვდომის შესახებ. გაერო გააგრძელებს ჩართულობას საჭირო წვდომის მოსაძიებლად. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“, - აღნიშნულია გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, კახოვკას კაშხალი 6 ივნისს, აფეთქების შედეგად ჩამოიშალა. კაშხლის განადგურებამ ათობით დასახლებული პუნქტის დატბორვა გამოიწვია და როგორც უკრაინის მიერ კონტროლირებადი, ასევე დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჰესის განადგურებას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს