ანა მალიარი - უკრაინელებმა, ბოლო ორ კვირაში, 8 დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა დამცველებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ოკუპაციისგან 8 დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ ბახმუტის მიმართულებით უკრაინული ძალების შეჩერება სცადა, იქ დამატებითი ქვედანაყოფები გადაიყვანა და დაბომბვის რაოდენობაც გაზარდა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გასული კვირის განმავლობაში ბრძოლების საერთო ინტენსივობა შემცირდა.

„ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციების დროს, ჯარების გაერთიანებულმა სტრატეგიულმა დაჯგუფება „ტავრიას“ ნაწილებმა გაათავისუფლეს 8 დასახლება: ნოვოდაროვკა, ლევადნოე, სტოროჟევოე, მაკაროვკა, ბლაგოდატნოე, ლობკოვოე, ნესკუჩნოე, პიატიხატკი. სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრს შეადგენს“, - განაცხადა მალიარმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება