მედია - შვედეთი რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, რუსეთმა, შესაძლოა, ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმა განახორციელოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შვედურ ტელეარხ SVT-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სახმელეთო ჯარები უკრაინაში იმყოფებიან, შვედეთზე თავდასხმები არ არის გამორიცხული.

„რუსეთმა ასევე კიდევ უფრო შეამცირა სამხედრო ძალის გამოყენების ბარიერი და აჩვენებს მაღალ მიდრეკილებას პოლიტიკური და სამხედრო რისკების მიმართ. რუსეთის უნარი განახორციელოს ოპერაციები საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების, შორ მანძილზე მოქმედების ან ბირთვული იარაღის გამოყენებით შვედეთის წინააღმდეგ, უცვლელი რჩება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ტელეკომპანიის ცნობით, ანგარიში ასახავს შვედეთის ახალ თავდაცვის დოქტრინას, რომელიც ეფუძნება ნატო-ს წევრობას, განსხვავებით წინა დოქტრინისა, რომელიც დაფუძნებული იყო სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.

შეგახსენებთ, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა, რომლის რატიფიცირება თურქეთსა და უნგრეთს ჯერჯერობით არ განუხორციელებიათ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა