სერგო ჩიხლაძე - არაფორმალური, აგრესიული ჯგუფები ჩართო უკვე ხელისუფლებამ ქმედებაში, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რუსული მეთოდებით მართული ხელისუფლება

არაფორმალური, აგრესიული ჯგუფები ჩართო უკვე ხელისუფლებამ ქმედებაში, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რუსული მეთოდებით მართული ხელისუფლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც თსუ-ში, გორში და ბაკურიანში მომხდარ ფაქტებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „რეჟიმი“ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოშორდეს ხელისუფლებას.

„ესენი არიან ხელისუფლების ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები, „ზონდერები“. არაფორმალური, აგრესიული ჯგუფები ჩართო უკვე ხელისუფლებამ ქმედებაში, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რუსული მეთოდებით მართული ხელისუფლება და ეს არის რეჟიმი, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოშორდეს ხელისუფლებას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანების საკითხს - სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველა პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობს და წინასაარჩევნოდ რა კონფიგურაციას მიიღებს კონკრეტული ურთიერთობები, ამაზე საუბარი ნაადრევია.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ თანამშრომლობს ყველა პროდასავლურ ძალასთან და ერთადერთი ვისთანაც არ ითანამშრომლებს არის „ქართული ოცნება“, რადიკალური პრორუსული დაჯგუფებები როგორიც არის „ალტ ინფო“, ირმა ინაშვილის მოძრაობა და ა.შ. სხვა ყველა პროდასავლურ ძალასთან ჩვენ ვთანამშრომლობდით, ვითანამშრომლებთ და არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი და რა კონფიგურაციას მიიღებს ეს წინასაარჩევნოდ, ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს