ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადებისა და რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლის გაძლიერების საკითხები განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„სატელეფონო საუბარი მქონდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა ბრძოლის ველზე უკრაინის შესაძლებლობების გასაფართოებლად, განსაკუთრებით შორი დისტანციური იარაღის საშუალებით“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

მისი ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებაც ისაუბრა.

„შევათანხმეთ პოზიციები ნატო-ს ვილნიუსის სამიტის წინ. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია წევრობის კონკრეტული პერსპექტივები. ჩვენ ასევე განვიხილეთ ნაბიჯები „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებასა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ბრიტანეთის პრემიერთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას.

„ხაზი გავუსვი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთი აძლიერებს რაკეტების წარმოებას დასავლური კომპონენტების გამოყენებით“, - დასძინა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო