კახა კალაძე - როდესაც ხდება ბავშვებში სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში მამებმა და დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა

როდესაც ხდება სიბინძურის პროპაგანდა, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და სადაც არ უნდა იყოს, ეს ძალიან დამაზიანებელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საჯარო მოხელეებისთვის გაცემულ დირექტივებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ იმ მიმოწერას შეეხებოდა, სადაც, სავარაუდოდ, ახალციხის საკრებულოს წევრებს „მაკდონალდსი საქართველოს“ პრეზიდენტის თემურ ჭყონიას „გაშავებას“ ავალებდნენ და აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, როდესაც ხდება ბავშვებში სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია.

„როდესაც ხდება სიბინძურის პროპაგანდა, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს და სადაც არ უნდა იყოს. როდესაც ხდება ბავშვებში სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში, ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია ჩვენს შვილებზე, პატარებზე და, შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნისგანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულების პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის