სი ძინპინი ენტონი ბლინკენს - მსოფლიოს ჩინეთ-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობა სჭირდება

მსოფლიოს სჭირდება ჩინეთ-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობა და შეძლებენ თუ არა ჩინეთი და შეერთებულ შტატები ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას, ეს გავლენას ახდენს კაცობრიობის მომავალსა და ბედზე, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს დღეს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

მისი მტკიცებით, პეკინი პატივს სცემს ვაშინგტონის ინტერესებს და ვაშინგტონმაც ანალოგიურად პატივი უნდა სცეს მათ.

„ჩინეთი პატივს სცემს შეერთებული შტატების ინტერესებს და არ დაუპირისპირდება მას. ანალოგიურად, შეერთებულმა შტატებმა ასევე პატივი უნდა სცეს ჩინეთს და არ დააზარალოს ჩინეთის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები“, - განაცხადა სი ძინპინმა.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ჩინეთს გუშინ ეწვია. ის აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პეკინში ჩავიდა. ბლინკენის მოლაპარაკებები ჩინელ მაღალჩინოსნებთან განიხილება, როგორც მთავარი ლაკმუსის ტესტი იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა რაიმე სახის დაძაბულობის შემცირება ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი უნდობლობის ფონზე. სი ძინპინთან შეხვედრამდე, ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ცინ განგს შეხვდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით