იენს სტოლტენბერგი - ნატო, ვილნიუსის სამიტზე, უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად არ მიიწვევს

ნატო-ს ლიდერები ვილნიუსის სამიტზე უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად არ მიიწვევენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვილნიუსის სამიტზე და სამიტისთვის მზადებისას ჩვენ არ განვიხილავთ ოფიციალური მოწვევის გაცემას“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამასთან, მისი თქმით, სამართლიანი მშვიდობის მიღწევა კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას არ ნიშნავს.

„ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ სამართლიანი მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა