იენს სტოლტენბერგი - უკრაინას აქვს უფლება გაათავისუფლოს საკუთარი მიწები და კონტრშეტევა მიმდინარეობს - სამართლიანი მშვიდობა კონფლიქტის გაყინვას არ ნიშნავს

უკრაინას აქვს უფლება გაათავისუფლოს საკუთარი მიწები და ახლა კონტრშეტევა მიმდინარეობს, რაც უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას შეძლებენ უკრაინელები, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი მშვიდობა კონფლიქტის გაყინვას და რუსების ნაკარნახევ პირობებზე დათანხმებას არ ნიშნავს.

„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ სამართლიანი მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ის მიესალმა გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაწეულ ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში დამატებითი, 64 ერთეული Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გაგზავნა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას შეუწყობს ხელს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის