ბრიტანეთი გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მანამდე შეინარჩუნოს, ვიდრე უკრაინა კომპენსაციას არ მიიღებს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა გეგმავს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში მანამდე დატოვოს, ვიდრე რუსეთი უკრაინას კომპენსაცია არ გადაუხდის.

ახალი კანონმდებლობა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ გამოაცხადა, ითვალისწინებს, რომ სუვერენული აქტივები უძრავი დარჩება, სანამ რუსეთი უკრაინას მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს.

„რამდენადაც უკრაინა აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის შემოჭრისგან, აშკარაა პუტინის ომის საშინელი შედეგები. უკრაინის რეკონსტრუქციის საჭიროება არის - და იქნება - უზარმაზარი. ჩვენი დღევანდელი ახალი ზომებით, ვამკაცრებთ გაერთიანებული სამეფოს მიდგომას სანქციების მიმართ, ვადასტურებთ, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის გამოიყენოს სანქციები იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმ ქვეყნის აღსადგენად, რომელსაც ასე უგუნურად დაესხა თავს“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისათვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბრიტანეთმა 18 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტის ღირებულების აქტივები გაყინა და რუსეთის 1 550-ზე მეტ მოქალაქეს სანქციები დაუწესა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში