ანონსი 20 ივნისი

20 ივნისს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციაზე ანალიტიკური დოკუმენტს - „სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები“ წარმოადგენს.
მის: აკაკი გახოკიძის 11ა
20 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.
მის: სასტუმრო „პულმან აქსის თაუერსი“
საკონტაქტო: 577 25 55 15
20 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ენერგოკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაბალი და საშუალო ძაბვის განყოფილების უფროსის ბაქარ ფხალაძის და კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ავთო დვალიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ზაფხულის სეზონი და ელექტროგამანაწილებელ ქსელთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ ელექტროინფრასტრუქტურის სიახლოვეს აღმოჩნდება.
რატომ არის სიცოცხლისთვის სახიფათო ელექტროგადამცემი ხაზების მიმდებარედ თევზაობა“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
20 ივნისს, 11:30 საათზე, ბათუმში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი კახა მიქელაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: საწვავზე გაზრდილი აქციზის გადასახადი.
მის: ბათუმი, ვ. გორგასალის N28
საკონტაქტო: კახა მიქელაძე - 551 747 466
20 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
20 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
20 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის შესახებ იოანე ხრისავგისის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება.
20 ივნისს, 19:00 საათზე, ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას უმასპინძლებს. მიღებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესის, კულტურისა და მედია სექტორების წარმომადგენლები.
საკონტაქტო: 595 330 150
20 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით „არა რუსულ მთავრობას - სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“ გაიმართება.
საკონტაქტო: ვახო რუხია - 599 31 62 25

























