რუსთაველის თეატრში, სამების კათედრალის საპატრიარქო-სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტი 26 ივნისს გაიმართება

რუსთაველის თეატრში, სამების კათედრალის საპატრიარქო-სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტი 26 ივნისს გაიმართება

26 ივნისს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართება.

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შესრულდება სხვადასხვა ეპოქის ქართველ და ევროპელ კომპოზიტორთა საგუნდო მუსიკა, მათ შორის, რამდენიმე ნაწარმოები ვატიკანის კონცერტის რეპერტუარიდან.

სოლისტები: ნინო ავალიშვილი; ზვიად ბოლქვაძე, სოლიკო გოგილაშვილი, ზვიად მიჩილაშვილი, თორნიკე პაპიძე, ირაკლი ტყვაცირია, ვადიმ შიშკინი. სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი.

ღონიძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.