მაღაროელები პარლამენტთან კარვების გაშლას და ღამის გათენებას გეგმავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ, დაშლას არ აპირებენ.

მათი განცხადებით, ღამეს საკანონმდებლო ორგანოს წინ გაათენებენ.

ერთ-ერთი მაღაროელის, ტარიელ მიქაძის განცხადებით, გაფიცულები, სამართალდამცავებთან შეთანხმებით, პარლამენტის შენობის წინ კარვებს გაშლიან.

მაღაროელების განმარტებით, თბილისში შიმშილობას ჯერ არ იწყებენ.

მათი თქმით, ელოდებიან გამოხმაურებას და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე, განახლდება.

ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, ხვალ პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამართავენ. მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება