უკრაინა ოფიციალურად ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს შეუერთდა და მისი 43-ე წევრი-სახელმწიფო გახდა.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად ბანკი ავრცელებს.
„ეს ჩვენთვის დიდი პატივია და მოწმობს იმაზე, რომ უკრაინა ნდობას უცხადებს ბანკის უნარიანობას და მის წვლილს ქვეყნის აღდგენის, აღმშენებლობის და გრძელვადიანი სოციალური განვითარების მხარდაჭერაში“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის თავმჯდომარის კარლო მონტიჩელის განცხადებაში.
ბანკის ინფორმაციით, უკრაინაში მუშაობის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ისეთ სოციალურ სექტორებს მიაქცევს, როგორიც არის: ჯანდაცვა და საბინაო-კომუნალური მეურნეობა.
2023-2027 წლებში უკრაინასთან თანამშრომლობა CEB-ის საქმიანობის სტრატეგიული ჩარჩოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს.