მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსული პარტია „შორ“-ის საქმიანობა არაკონსტიტუციურად ცნო

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსული პარტია „შორ“-ის საქმიანობა არაკონსტიტუციურად ცნო.

სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული პოლიტიკური ძალა მოქმედებდა სამართლის უზენაესობის პრინციპების წინააღმდეგ და საფრთხის ქვეშ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას აყენებდა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანის განცხადებით, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრორუსული პარტია „შორ“-ის უკანონოდ ცნობის შესახებ ადასტურებს, რომ პარტია არღვევდა კანონს, რადგან მესამე სახელმწიფოს სპეცსამსახურების მხარდაჭერით მოქმედებდა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ პარტია არაერთხელ არღვევდა კანონს და მის მიმართ არაერთხელ დაიწესა სანქციები. ის იღებდა მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსურს, მესამე სახელმწიფოს სპეცსამსახურებიდან, მიზანი კი იყო ევროპული ინტეგრაციაზე ქვეყნის უარის თქმა“, - განაცხადა დორინ რეჩანმა.

მისივე თქმით, სასამართლო გადაწყვეტილება მოლდოვაში დემოკრატიას და სამართლის უზენაესობას განამტკიცებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს