მედია - ბელარუსები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხისთვის ემზადებიან

ბელარუსები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხისთვის ემზადებიან.

The Sunday Times-ის მტკიცებით, პოლონეთში ბელარუსი მებრძოლების დიდი ჯგუფის მომზადება უკვე დაწყებულია.

ასევე სტატიაში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მომზადების პროცესს ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი ოფიცრები ატარებენ - Bypol-ი, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან. მოხალისეებს მომავალ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად ამზადებენ.

გამოცემის რესპონდენტების თქმით, 2020 წლის პროტესტებმა ვერ გამოიღო შედეგი იმის გამო, რომ ხალხს კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული უსაფრთხოების ძალები უპირისპირდებოდნენ.

როგორც მედია წერს, ბელარუსი ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ მომდევნო ჯერ ყველაფერი სხვაგვარად იქნება - მაგრამ ამისთვის საჭიროა ისეთი მომენტის მოძებნა, როცა რუსეთი ვერ შეძლებს ჩარევას.

The Sunday Times-ის ჟურნალისტები ბელარუსი მებრძოლების ვარჯიშს დაესწრნენ, რომელიც ქალაქ პოზნანში პირველად ჩატარდა, თუმცა, Bypol-ის ცნობით, სხვა ჯგუფები პოლონეთში უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში გადიან მომზადებას, ხოლო ახალწვეულები ასობით მოდიან.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა