ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა. დაწყებულია სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა წყალქვეშა აპარატში.

კომპანია Ocean Gate Expeditions-მა დაადასტურა „ტიტანიკის“ დაღუპვის ადგილას ჩაშვებისთვის განკუთვნილი წყალქვეშა აპარატის გაუჩინარება.

ამასთან, მასში მყოფი ადამიანების რაოდენობა არ ზუსტდება.

"ჩვენ ვსწავლობთ და ავამოქმედეთ ყველა საშუალება, რათა ეკიპაჟი სახლში ცოცხალი და უვნებელი დავაბრუნოთ. სრულად ვართ კონცენტრირებული გუნდის წევრებსა და მათ ოჯახებზე. გულწრფელ მადლობას ვუხდით იმ დახმარებისთვის, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის უწყებებისა და ზღვაში მომუშავე კომპანიებისგან მივიღეთ ჩვენს ეკიპაჟთან კავშირის დამყარების ძალისხმევისთვის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა