უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში განახორციელეს

უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალი.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინსტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს. მათი სამიზნე იყო კომუნიკაციები, სასოფლო-სამეურნეო ქონება და აღჭურვილობა, ასევე პოპულარული დასასვენებელი ადგილი. ჯერჯერობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა ლვოვშიც. მოგვიანებით, ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ რუსებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყეს. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო