საშუალო მანძილზე მოქმედი SAMP/T ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკვე უკრაინას გადაეცა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან ევროპის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საკითხზე ისაუბრა.
„ფრანკო-იტალიური SAMP/T ტიპის საშუალო მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაშია, სადაც ის ექსპლუატაციაშია და იცავს ძირითად ობიექტებს და სიცოცხლეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა მაკრონმა.
შეგახსენებთ, თებერვალში ცნობილი გახდა, რომ იტალია და საფრანგეთი მზად იყვნენ, უკრაინისთვის ცის დასაცავად SAMP / T სისტემები გადაეცათ. მარტში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20-მა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ იტალიაში SAMP/T-თან მუშაობაზე წვრთნები გაიარა.