რადაში ბელარუსის აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებისა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტი წარადგინეს

უკრაინელი დეპუტატების ჯგუფმა უმაღლეს რადაში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბელარუსს აგრესორ ქვეყნად აღიარებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ იურჩიშინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ბელარუსი პასუხისმგებელი უნდა იყოს სრულმასშტაბიან ომზე, რადგან მის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის იყენებენ.

16 ივნისს უმაღლეს რადაში დარეგისტრირებული რეზოლუციის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკრაინის პარლამენტი ბელარუსს აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებს და სხვა მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს იგივე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

გარდა ამისა, რეზოლუციაში რადა მოუწოდებს მთავრობას, „დაუყოვნებლივ შეიმუშაოს უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი“, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გაზარდოს სასანქციო ზეწოლა მინსკზე და ომის დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა უზრუნველყოს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება