ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინის კონტრშეტევისგან მაღალი მოლოდინის არსებობა ხარკოვსა და ხერსონში შარშანდელ წარმატებასთანაა დაკავშირებული

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისგან მაღალი მოლოდინი დაკავშირებულია ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში შარშანდელ წარმატებებთან.

"ეს ომია. არ შეიძლება ტელევიზორის წინ დაჯდე და იფიქრო: "ოჰ, ახლა ჩვენები გაიმარჯვებენ! რატომ არ იგებთ?! ჰოო-ჰო!“ ასე არ გამოვა“, - თქვა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, გასული წლის შემოდგომაზე „ხარკოვის ოპერაციამ“ რუსებისთვის ძალიან სწრაფად და მოულოდნელად ჩაიარა. "ხერსონი, პირიქით, უფრო ნელა მიმდინარეობდა, რადგან ნიადაგის რელიეფი, ამინდის პირობები და ბევრი სხვა რამ სრულიად განსხვავებულია.

„ახლა, არ შეიძლება მოველოდეთ მოვლენების განვითარებას ისე სწრაფად, როგორც ადრე, რადგან ჩვენ გვაქვს განსხვავებული ფრონტის ხაზი, განსხვავებული რელიეფი და განსხვავებული ამინდის პირობები“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, რუსებს უკრაინელების მიმდინარე კონტრშეტევისთვის მომზადების საშუალება ჰქონდათ.

„პლუს, რუსებს ჰქონდათ მომზადების საშუალება. დანაღმული ველების სიმჭიდროვე წარმოუდგენელია. რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები უფრთხილდებიან თავიანთი ჯარისკაცების სიცოცხლეს. რუსები თავიანთ ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ“, - დასძინა რეზნიკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო