ჯო ბაიდენი - პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია.

„როდესაც დაახლოებით ორი წლის წინ აქ ვიყავი და ვამბობდი, რომ ვღელავდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ასევე მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვღელავ, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს რეალურია“, - განუცხადა ბაიდენმა კალიფორნიაში დონორთა ჯგუფს.

შაბათს, ჯო ბაიდენმა ბელარუსში რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ ნაბიჯად შეაფასა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყო, რომელიც მისი თქმით, სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 1945 წელს აშშ-ის მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ატომური ბომბები.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა