Reuters - უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად 7 პირობიდან 2-ს აკმაყოფილებს

ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გასაჯაროვდება, აღნიშნულია, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად შვიდიდან ორი პირობა შეასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც, სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის მაღალჩინოსნები არიან.

Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირმა უკრაინას წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი ერთი წლის წინ მიანიჭა, მაგრამ ბლოკმა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ქვეყანას 7 პირობა დაუწესა - მათ შორის სასამართლო რეფორმა და კორუფციის შეზღუდვა.

Reuters-ის წყაროების ცნობით, უკრაინა ამ დროისთვის აკმაყოფილებს ორ კრიტერიუმს. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ეს ეხება სასამართლო რეფორმას და მედიის კანონს და დასძინა, რომ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დადებით მხარეებზე.

"პროგრესი არის. ანგარიში ზომიერად დადებითი იქნება. საუბარია არა რეალობის შელამაზებაზე, არამედ პროგრესის აღიარებაზე, მაგალითად, იყო ცნობილი ანტიკორუფციული საქმეები“, - განაცხადა წყარომ სააგენტოსთან საუბარში.

მათივე ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, იმ პირობებს შორის, რომლებიც უკრაინამ უნდა შეასრულოს, არის საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა, ძალოვანი უწყებების რეფორმა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, ოლიგარქების შეზღუდვისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მიმართული კანონების მიღება.

„რეფორმების კუთხით, ჭიქა ნახევრად სავსე რომ ყოფილიყო, მაშინ ჩვენ ამ მომენტში არასდროს გამოვიყენებდით ნეგატიურ ტონს უკრაინის მიმართ. სასამართლო რეფორმებმა გარკვეული პროგრესი განიცადა, თუმცა ჯერ კიდევ არის ძირითადი ზომები, რომლებიც უნდა იქნას მიღებული. ყველაფერი არ არის დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა სააგენტოსთან საუბარში მეორე წყარომ.

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში ოთხშაბათს გასაჯაროვდება, უფრო სრული ოფიციალური შეფასება კი ოქტომბერში გახდება ცნობილი.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო