ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა ვერ შეათანხმეს ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის საერთო პოზიციები. ამის მიზეზია ატომური ელექტროსადგურების შემდგომი ბედი და სარეზერვო ნახშირის გენერირების სუბსიდირების საკითხი.
რეფორმის მიზანია 2022-2023 წლების გათბობის სეზონის წინ შექმნილი მდგომარეობის თავიდან აცილება, როდესაც რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტისა და ენერგომატარებლების გაძვირების ფონზე, კრიტიკულად გაიზარდა ფასი ევროპელი მომხმარებლისთვის.
რეფორმა ასევე ითვალისწინებს იმ გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის და მწარმოებლებისთვის უპირატესობის მინიჭებას, რომლებიც ენერგიის განახლებად წყაროებს იყენებს.
შვედეთის ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრის ება ბუშის განცხადებით, რეფორმის სამი ბლოკიდან შეთანხმებულია ორი.
შეუთანხმებელი რჩება საკვანძო საკითხები, რომლებიც მწარმოებლისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის რეგულირებასა და ნახშირის დარგისთვის გამონაკლისებს ეხება.