დანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

დანიამ 2023-2028 წლებისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი, 2.95 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ეს არის „შესანიშნავი ამბავია კოპენჰაგენიდან“.

„შესანიშნავი ამბავი კოპენჰაგენიდან. დანიამ 2023-2028 წლებისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი, 2.95 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი დაამტკიცა. Leopard-ის ყოველი დაჭექება და CAESAR-ის ზალპი არის სამხედრო სალამი თქვენი პატივისცემის ნიშნად. თქვენი მონაწილეობა თვითმფრინავების კოალიციაში ამ ორკესტრს ხმებს ციდან მიაწვდის“, - წერს რეზნიკოვი.

მან დანიის მთავრობასა და დანიელ ხალხს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს