General Electric-მა რუსეთში გაზის ტურბინების მომსახურება შეწყვიტა

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ შემოღებული გაფართოებული სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ, ამერიკულმა კომპანიამ General Electric რუსეთის თბოელექტროსადგურებზე დამონტაჟებული მისივე წარმოების გაზის ტურბინების მომსახურება შეწყვიტა.

კომპანიამ ასევე ტურბინების მუშაობის მონიტორინგთან წვდომა შეზღუდა, ხოლო პერსპექტივაში, შესაძლოა, სათადარიგო ნაწილების მიწოდებაც შეწყვიტოს.

რუსეთის ენერგოსისტემაში General Electric-ის გაზის ტურბინების საერთო სიმძლავრე 5 გიგავატს შეადგენს, ხოლო ენერგობლოკების საერთო სიმძლავრე - 8 გიგავატს. ექსპერტთა აზრით, ყველაზე კრიტიკულად სერვისული მომსახურების შეწყვეტა სურგუტის, შატურის და სრედნეურალსკის ელექტროსადგურების ენერგობლოკებზე დამონტაჟებულ მძლავრ მოდელებზე აისახება.

რუსეთის მაგენერირებელი კომპანიების განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და ისინი რუსეთის ტერიტორიაზე სათადარიგო ნაწილების წარმოებისა და სერვისის ლოკალიზების შესაძლებლობას განიხილავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო