კახა კალაძე - მზად ვართ დეპოლარიზაციისთვის, თუმცა ამას სჭირდება მეორე მხარე - გულდასაწყვეტია, რომ ნაბიჯები არ იდგმება და მეტიც, ხდება იმ არასამთავრობოების ფინანსური წახალისება, რომლებიც დაკავებულები არიან ძალადობით და შეურაცხყოფით

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება პოლარიზების შემცირებისთვის მზადაა, თუმცა ეს ცალმხრივად ვერ მოხდება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გულდასაწყვეტია, რომ დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯები არ იდგმება და მეტიც, „იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წახალისება ხდება, რომლებიც ძალადობით არიან დაკავებული“.

„ზოგადად, აგრესია, ძალადობა ძალიან ცუდია. პარალელურად ამის წახალისებაც ძალიან ცუდია. 12-პუნქტიან გეგმაში მნიშვნელოვანი პუნქტია პოლარიზების შემცირება, თუმცა ეს ცალმხრივად ვერ მოხდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამისთვის, თუმცა ამას სჭირდება მეორე მხარე, ცალმხრივად ვერ მოხდება. გულდასაწყვეტი და ცუდია, რომ ამისკენ ნაბიჯი არ იდგმება. მეტიც, ხდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წახალისება ფინანსურად, რომლებიც დაკავებულები არიან ძალადობით, შეურაცხყოფით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება